ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი ორი ტური (25-ე და 26-ე) მაყურებლების გარეშე ჩატარდება.
ეს გადაწყვეტილება პრიმერას ხელმძღვანელობამ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო მიიღო.
იგივე შეზღუდვა დაუწესდა სეგუნდა დივიზიონსაც.
ადრე კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეწყდა.