ესპანეთის ჩემპიონატის ორი ტური ცარიელი ტრიბუნების ქვეშ გაიმართება

16:05, 10.03.2020

ესპანეთის ჩემპიონატის უახლოესი ორი ტური (25-ე და 26-ე) მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

ეს გადაწყვეტილება პრიმერას ხელმძღვანელობამ კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო მიიღო.

იგივე შეზღუდვა დაუწესდა სეგუნდა დივიზიონსაც.

ადრე კორონავირუსის გამო იტალიის ჩემპიონატი 3 აპრილამდე შეწყდა.

მსგავსი