ესპანეთის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ შემადგენლობა დაასახელა სექტემბრის მატჩებისთვის.
გუნდში ბრუნდებიან ალვარო მორატა და სერხი რობერტო, გარდა ამისა, პირველად გამოიძახეს ნაკრებში დანი სებალიოსი, ხოსე ლუის გაია და როდრი.
24 გამოძახებული ფეხბურთელიდან ექვსი (25 პროცენტი) მადრიდის “რეალიდანაა“. და ამ სიიდან მხოლოდ 13 ფეხბურთელი იყო მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე.
ლუის ენრიკეს არჩევანი ასე გამოიყურება:
მეკარეები – დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), კეპა არისაბალაგა (“ჩელსი”, ინგლისი), პაუ ლოპესი (“ბეტისი”);
მცველები – დანი კარვახალი (“რეალი”), სესარ ასპილიკუეტა (“ჩელსი”, ინგლისი), რაულ ალბიოლი (“ნაპოლი”, იტალია), დიეგო ლორენტე (“რეალ სოსიედადი“), ნაჩო (“რეალი”), სერხიო რამოსი (“რეალი”), ინიგო მარტინესი (“ბილბაო”), მარკოს ალონსო (“ჩელსი”, ინგლისი), ხოსე ლუის გაია (“ვალენსია”);
ნახევარმცველები – სერხიო ბუსკეტსი (“ბარსელონა”), სერხი რობერტო (“ბარსელონა”), როდრი (“ატლეტიკო”), საულ ნიგესი (“ატლეტიკო”), ტიაგო ალკანტარა (“ბაიერნი”, გერმანია), დანი სებალიოსი (“რეალი”), ისკო (“რეალი”);
ფორვარდები – მარკო ასენსიო (“რეალი”), ალვარო მორატა (“ჩელსი”, ინგლისი), დიეგო კოშტა (“ატლეტიკო”), სუსო (“მილანი”, იტალია), როდრიგო (“ვალენსია”).
ესპანეთის ნაკრები 8 და 11 სექტემბერს ჩაატარებს ერთა ლიგის მატჩებს ინგლისისა და ხორვატიის ნაკრებების წინააღმდეგ.