ესპანეთი წუხს სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ გამო და ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს
ესპანეთი წუხს სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ გამო და ამ რეგიონებს  საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს

ესპანეთი წუხს სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ გამო და  ორივე რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. ამის შესახებ ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელსაც უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„ესპანეთი წუხს სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გამო. ესპანეთი ორივე რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. გვსურს დავადასტუროთ ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი“, – ნათქვამია ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.