ესპანეთი საფრანგეთთან და პორტუგალიასთან არსებულ ყველა შეზღუდვას 22 ივნისიდან მოხსნის

13:26, 04.06.2020

ესპანეთის ტურიზმის მინისტრის, რეიოს მაროტოს განცხადებით, საფრანგეთთან და პორტუგალიასთან არსებული ყველა შეზღუდვა 22 ივნისიდან მოიხსნება. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ესპანეთის მთავრობამ საზღვრები „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ჩაკეტა. აღნიშნულ ქვეყნებს შორის საზღვარი მხოლოდ საზღვრებზე მომუშავე ადამიანებისთვის და სატვირთო ავტომობილებისთვის იყო ღია.

მსგავსი