ესპანელთა ვარჯიშზე ორი გულშემატკივარი შევარდა - სტადიონის დაცვამ ისინი დროულად გაიყვანა [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებთან 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრამდე ესპანეთის ნაკრების მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე სახალისო ამბავი მოხდა, რომელიც ჩვენს ოპერატორს გიორგი ჩიკვილაძეს არ გამორჩენია – „ფურია როხა“ ვარჯიშის დაწყებისთვის ემზადებოდა, როდესაც „დინამო არენის“ მოედანზე ფეხბურთის ორი ფანი შევარდა.
მათ ესპანელ ვარსკვლავებთან სურათის გადაღება სურდათ, მაგრამ სტადიონის დაცვამ ორივე მოედნიდან და სტადიონიდან წამებში გაიყვანა და ესპანელებმა ვარჯიში განაახლეს. თუმცა, ინციდენტზე ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა და სერხიო რამოსმა კარგად იხალისეს.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის თამაში, საქართველოსა და ესპანეთს შორის 28 მარტს 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო (FM 102,3) შემოგთავაზებთ.