გავის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2025 წლის მარტამდე არ გამოიძახებენ #1TVSPORT
გავის ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში 2025 წლის მარტამდე არ გამოიძახებენ #1TVSPORT

ესპანური გამოცემის, As-ის ინფორმაციით, საქართველოსთან მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველს, გავის ეროვნულ გუნდში 2025 წლის მარტამდე აღარ გამოიძახებენ.

„ბარსელონას“ 19 წლის ფეხბურთელმა „ჯვაროსნებთან“ შეხვედრისას მუხლის ჯვარედინი იოგები დაიზიანა და მოედანზე გასვლას, დაახლოებით, ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლებს.

გამოცემის ცნობით, ესპანეთის ნაკრების სამედიცინო სტაფის წევრებს ფეხბურთელის ჯანმრთელობით გარისკვა არ სურთ და მას მაქსიმალურად დიდ დროს მისცემენ რეაბილიტაციისთვის.

შედეგად, გავი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატს და ერთა ლიგის მომავალ გათამაშებას სრულად გამოტოვებს. ის მოედანზე 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებისთვის დაბრუნდება.