ესპანელი ნახევარმცველი ხიხონის „სპორტინგიდან“ - „ტორპედომ“ კრისტიან რივერა დაიმატა #1TVSPORT
ესპანელი ნახევარმცველი ხიხონის „სპორტინგიდან“ - „ტორპედომ“ კრისტიან რივერა დაიმატა #1TVSPORT

სატრანსფერო „ფანჯრის“ დახურვამდე ქუთაისის „ტორპედომ“ კიდევ ერთი საინტერესო ტრანსფერი განახორციელა და ესპანელი ნახევარმცველი კრისტიან რივერა დაიმატა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„27 წლის ესპანელი საყრდენი ნახევარმცველი კრისტიან რივერა „ტორპედოს“ ფეხბურთელია. გამოცდილმა ესპანელმა „ტორპედოსთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“ – წერია კლუბის გავრცელებულ ცნობაში.

ესპანელმა ნახევარმცველი კარიერის განმავლობაში ესპანურ გუნდებში თამაშობდა – „ლას პალმასში“, „ხირონაში“, „ლეგანესში“, „უესკაში“, „ეიბარსა“ და „ბარსელონა B-ში“, ბოლო 3 სეზონი კი ხიხონისსპორტინგში“ გაატარა.

ესპანეთის ლა ლიგაში რივერამ 51 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, ხოლო ლა ლიგა 2-ში – 120 მატჩი ითამაშა. იყო ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომლის რიგებში საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ უთამაშია.

საქართველოში სატრანსფერო „ფანჯარა“ ოფიციალურად 24 მარტს იხურება.