ესპანელი ჟურნალისტი – მიქაუტაძის ტრანსფერზე დეკუსა და ფლიკს შორის აზრთა სხვადასხვაობაა #1TVSPORT

14:11, 14.08.2026

გიორგი მიქაუტაძის „ბარსელონაში“ გადასვლაზე მართლაც იყო საუბარი, მაგრამ კატალონიური გრანდის მწვრთნელი ჰანსი ფლიკი ტრანსფერის წინააღმდეგი წავიდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ესპანელი ჟურნალისტი ხავიერ მარტინესი წერს, რომელიც „ვილიარეალის“ თემებზე მუშაობს.

„„ბარსელონის“ სპორტული დირექტორი დეკუ მიქაუტაძის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. პორტუგალიელს ქართველი თავდამსხმელი მოსწონს, მაგრამ ფლიკი მის შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული არ არის. ამიტომ მიქაუტაძის ტრანსფერი, დიდი ალბათობით, არ შედგება და ის კვლავ „ვილიარელაში“ ითამაშებს“, – ამტკიცებს ხავიერ მარტინესი.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომელთა თანახმადაც, „ვილიარეალისა“ და საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს „ბარსელონიდან“ დაუკავშირდნენ და მან გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, თუმცა ეს საბოლოოდ არ დადასტურდა.

მსგავსი