„ესოშიეთიდ პრესი“- ევროპის ქვეყნებმა 11 მარტს პარიზში დაგეგმილ სამხედრო წარმომადგენლების შეკრებაზე აშშ არ მიიწვიეს

11:53, 11.03.2025

ევროპის ქვეყნებმა 11 მარტს პარიზში დაგეგმილ სამხედრო წარმომადგენლების შეკრებაზე აშშ არ მიიწვიეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ესოშიეთიდ პრესი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეხვედრას დაესწრება ნატო-ს ყველა წევრი ქვეყანა, აშშ-ის გარდა, ასევე ირლანდიის, კვიპროსისა და ავსტრიის არმიის ხელმძღვანელები. ეს სამი ქვეყანა ნატო-ს წევრი არ არის, მაგრამ ევროკავშირის წევრები არიან.

სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრებას დისტანციურად დაესწრებიან ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლები. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება უკრაინაც.

ევროპელმა პოლიტიკოსმა „ესოშიეთიდ პრესს“ განუცხადა, რომ შეერთებული შტატები არ არის მიწვეული, რადგან ევროპულ ქვეყნებს სურთ აჩვენონ, რომ შეუძლიათ პასუხისმგებლობა აიღონ ომისშემდგომი უკრაინისთვის უსაფრთხოების ჩარჩოს დიდ ნაწილზე.

მსგავსი