ესმაილ ბაღეი – აშშ-ის ბარბაროსული ქმედებები ტერორისტული დაჯგუფებების ქცევას მოგვაგონებს

12:19, 19.07.2026

აშშ-ის ბარბაროსული ქმედებები ტერორისტული დაჯგუფებების ქცევას მოგვაგონებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.

ირანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ ჩაბაჰარის საზღვაო სათვალთვალო კოშკი შეერთებულმა შტატებმა განზრახ დაბომბა 16 ივნისს. ბაღეის თქმით, აშშ-ის ომის მდივანმა სიამაყით გამოაქვეყნა კოშკის ჩამონგრევის კადრები და დასძინა, – მას რომ შეძლებოდა, სავარაუდოდ, იმავე შემზარავი სიამაყით გაავრცელებდა ინფორმაციას მინაბის სკოლაზე სარაკეტო თავდასხმისა და ლამერდში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტის შესახებ.

ირანის საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, აშშ-მ ასევე შეუტია ელექტროსადგურებსა და წყლის გამტკნარების ტუმბოებს, რის შედეგადაც 10 000-ზე მეტი ადამიანი სასმელი წყლის გარეშე დარჩა.

„სახელმწიფოსთვის, რომელიც ოდესღაც თავს წესრიგის, ლიბერალიზმისა და ტერორიზმთან ომის გლობალურ დამცველად წარმოაჩენდა, დანგრეული ხიდებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სურათების სიამაყით ჩვენება მის ერთადერთ დარჩენილ გამარჯვებად იქცა“, – აღნიშნა ესმაილ ბაღეიმ.

მისივე თქმით, ყველა ხიდის, ყველა კოშკისა და ყველა სამოქალაქო ობიექტის ჩამონგრევის შემდეგ არა მხოლოდ ფოლადი და ბეტონი იქცევა ნანგრევებად, არამედ მსოფლიოს თვალწინ ინგრევა ამერიკის მორალური მდგომარეობა, საერთაშორისო სამართლის მთელი არქიტექტურა და დასავლეთის ცივილიზაციური პრეტენზიები.

მსგავსი