ესმაელ ბაღეი - შეთანხმება ჯერ არ არის დასრულებული, აშშ ახალ მოთხოვნებს აყენებს
შეთანხმება ჯერ არ არის დასრულებული, აშშ ახალ მოთხოვნებს აყენებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა.
ბაღეის თქმით, ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლო შეთანხმებასთან დაკავშირებული ცნობები ამ ეტაპზე მხოლოდ სპეკულაციაა და საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით არ არსებობს.
როგორც ბაღეიმ აღნიშნა, ტექსტის „დიდი ნაწილი უკვე შეთანხმებულია“, თუმცა საბოლოო ეტაპზე აშშ-ს გადაჭარბებული მოთხოვნები აქვს და ახალ მოთხოვნებსაც ამატებს.
მისივე განცხადებით, ირანი არ აპირებს „ზეწოლით დათმობაზე წასვლას“ და მოლაპარაკებებში საკუთარ „წითელ ხაზებს“ არ გადაუხვევს.
როგორც ირანის საგარეო სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, აშშ-ის ქმედებებმა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარება გააუარესა და რეგიონი „ნაკლებად უსაფრთხო“ გახადა.