ესკალატორზე ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მგზავრებს მცირე ხნით ვერ მოემსახურება

09:34, 04.11.2026

ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს, – ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ავრცელებს.

„დაზიანების აღმოფხვრის მიზნით ადგილზე შესაბამისი ტექნიკური სამსახური მუშაობს. სამუშაოების დასრულებისთანავე სადგური ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მომსახურებას.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – აცხადებენ კომპანიაში.

მსგავსი