არგენტინის ნაკრებისა და „ვალენსიას“ მცველს ესეკილ გარაის კორონავირუსი აღმოაჩნდა.
33 წლის არგენტინელის დადებითი ტესტის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახურმა გამოაცხადა. ყველა ფეხბურთელი და კლუბის პერსონალი ახალ ვირუსზე შემოწმდა და ისინი კარანტინში გადაიყვანეს.
„აშკარაა, რომ 2020 წელი ცუდად დავიწყე. დადებითი ტესტი ჩავაბარე კორონავირუსზე. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და რჩება მხოლოდ ექიმების მხრიდან ყურადღება და იზოლაციის დაცვა“, – დაწერა გარაიმ „ინსტაგრამში“.
თებერვლის დასაწყისში გარაიმ მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან.