„ესბიერგი“ თვის ფეხბურთელ ლაშა პარუნაშვილზე - ვულოცავთ ჩვენ შრომისმოყვარე ნახევარმცველს
„ესბიერგი“ თვის ფეხბურთელ ლაშა პარუნაშვილზე - ვულოცავთ ჩვენ შრომისმოყვარე ნახევარმცველს

დანიის სუპერლიგაში ქართველების გუნდების, ლაშა პარუნაშვილის “ესბიერგსა” და საბა ლობჟანიძის “რანდერსს” შეხვედრა 4 აგვისტოს 3:3 დასრულდა.

ლაშა პარუნაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ “ესბიერგის” გულშემატკივრებმა 25 წლის ქართველი ლეგიონერი ივლისის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს.

ესბიერგის” ოფიციალური ვებგვერედი წერს: “პარუნაშვილი გულშემატკივრებმა ივლისში “ესბიერგის” თვის ფეხბურთელად აირჩიეს. ვულოცავთ ჩვენ შრომისმოყვარე ნახევარმცველს”.

დატოვე კომენტარი