ეს უკვე ფაქტია - ჩხეტიანი მზადაა, ქუთაისის „ტორპედო“ ჩაიბაროს, მისი დანიშვნა მალე უნდა გადაწყდეს #1TVSPORT
კახა ჩხეტიანი მზადაა, რომ ქუთაისის „ტორპედოში“ დაბრუნდეს – ინფორმაციას კლუბი ჯერ არ ადასტურებს, მაგრამ საქართველოს პირველმა არხმა ინფორმაცია მოიძია და დაგვიდასტურეს, რომ ეს ამბავი რეალობას შეეფერება.
ჩვენი ინფორმაციით, უკვე ოთხი დღეა, რაც კახა ჩხეტიანი გუნდთან არის და მართალია, ოფიციალურად მთავარ მწვრთნელად არ დანიშნულა, მაგრამ ქუთაისელებს ბათუმის „დინამოსთან“ გორში გამართულ შეხვედრაშიც ახლდა, რომელიც „ტორპედომ“ ყველასთვის მოულოდნელად 1:1 დაასრულა.
საქმის ვითარება ასეთია – ჩხეტიანის მიზანია, გუნდში ვითარება იყოს მაქსიმალურად გარკვეული და რომ იტალიელ ინვესტორებთან ურთიერთობა დალაგდეს. ჩვენი ინფორმაციით, ის ქუთაისის მერს, იოსებ ხახალეიშვილს შეხვდა და გუნდთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ელაპარაკა.