ეს დაუჯერებელია - ატეიტის თასის ოფიციალური გვერდი დინამო თბილისის თამაშს აფასებს [ვიდეო]
გუშინ, ვილნიუსში „ატეიტის თასის“ ფინალი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „დინამო თბილისი“ და „დინამო კიევი“ შეხვდნენ.
დაძაბული შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და კიეველთა გამარჯვებით დასრულდა – 2:0.
საბოლოოდ კახა გოგოლაძის გუნდმა „ატეიტის თასზე“ მონაწილე 36 გუნდში მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ პატარა დინამოელებმა ფინალამდე ინგლისური „ბათი“ 1:0 დაამარცხეს, ლატვიურ ალბერთს 2:1 მოუგეს, 1:0 აჯობეს ფინურ ჰიკს და უგოლოდ დაუზავდნენ ლატვიურ დინამოს. ნახევარფინალში თბილისელებმა ნორვეგიული ოსლო 3:0 დაჯაბნეს. ტურნირის საუკეთესო ნახევარმცველად ორგანიზატორებმა დინამოელი მიხეილ საჯაია გახდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ „ატეიტის თასის“ ოფიციალურმა გვერდმა „დინამო თბილისის“ თორმეტწლამდელთა გუნდის მოთამაშეთა მომენტები გააზიარა და მცირე კომენტარი მიაწერა. „ღმერთო, ეს დაუჯერებელია,“ – წერს ტურნირის ოფიციალური გვერდი.
წყარო – დინამო თბილისის ოფიციალური გვერდი