ერთწლიანი პაუზის შემდეგ - ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა
ერთწლიანი პაუზის შემდეგ - ოქრიაშვილმა კვიპროსში გაიტანა

თორნიკე ოქრიაშვილმა ლარნაკას „აელ“-თან გაიტანა და თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ ფამაგუსტას „ანორთოსისს“კვიპროსის ჩემპიონატის მე-11 ტურში გასვლაზე მნიშვნელოვანი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

ამჯერად, „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ბუბა დაუშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი იყვნენ და ორივემ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა კი განაცხადში არ მოხვდნენ. დაუშვილმა 23-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ოქრიაშვილი კი 53-ე წუთზე ულამაზესი გოლის ავტორი გახდა, მისმა გუნდმა კი 2:1 მოიგო.

თორნიკემ ბოლოს ოფიციალურ შეხვედრაში გოლი 2018 წლის 4 ოქტომბერს ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე „კრასნოდარის“ შემადგენლობაში გაიტანა – მაშინ მან ბოლო წამზე „სევილიას“ კარი ულამაზესი „მაკრატელათი“ აიღო და ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთ საუკეთესო გოლის ავტორად აღიარეს. ამხელა პაუზა კი გასაკვირი არაა. ამ გოლიდან ერთ თვეში ოქრიაშვილი „კრასნოდარიდან“ გაუშვეს და ნახევარი წელი უგუნდოდ იყო.

11 ტური შემდეგ „ანორთოსისი“ 24 ქულით პირველ ადგილზეა და 3 ქულით უსწრებს ნოქოზიის „ომონიას“.