„ერთიანმა რუსეთმა“ სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა, რომელშიც სერგეი ლავროვი და სერგეი სობიანინი შედიან

23:10, 28.06.2026

რუსეთის მმართველმა პარტიამ, „ერთიანმა რუსეთმა“ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის პარტიული სიის პირველი ხუთეული წარადგინა.

ამის შესახებ მოსკოვში, პარტიის ყრილობაზე „ერთიანი რუსეთის“თავმჯდომარემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

მედვედევის თქმით, ფედერალური სიის პირველ ხუთეულში არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი, ბავშვთა უფლებების საკითხებში ომბუდსმენი მარია ლვოვა-ბელოვა, სამხედრო კორესპონდენტი ევგენი პოდდუბნი და რუსეთის სამხედრო ახალგაზრდული მოძრაობა „იუნარმიის“ მთავარი შტაბის უფროსი ვლადისლავ გოლოვინი.

სახელმწიფო დუმის მეცხრე მოწვევის არჩევნები 18-20 სექტემბერს გაიმართება.

მანამდე, რუსულმა მედია „მედუზამ“ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ძალოვანი უწყებების ნაწილი არჩევნების გადადებას ემხრობა, თუმცა პუტინმა განაცხადა, რომ კენჭისყრა კანონით განსაზღვრულ ვადებში ჩატარდება და უსაფრთხოების ყველა აუცილებელი ზომა იქნება მიღებული.

მსგავსი