„ერთიანი საქართველოს“ წევრებმა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილება დატოვეს
„ერთიანი საქართველოს“ წევრებმა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილება დატოვეს

„ერთიანი საქართველოს“ წევრებმა, ოთარ თავართქილაძემ და გოგი ომანაძემ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მეხუთე განყოფილება დატოვეს.

როგორც ოთარ თავართქილაძემ პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაკავება უკანონო იყო და პოლიციის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობაზე მისთვის წარდგენილ მუხლს გაასაჩივრებს.

პარტიის წარმომადგენელმა ცესკო-ში, გოგი ომანაძემ კი განაცხადა, რომ მას საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება ჰქონდა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს.

„ბრალი იყო წარდგენილი წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა. ეს არის ხელოვნური ბრალდება. ხელისუფლებას რომ მიეცა შესაძლებლობა,  საოლქო კომისიების სხდომას დასწრებოდნენ ისინი, ვისაც ამის უფლება ჰქონდა, არანაირი ხმაური და გაწევ-გამოწევა არ იქნებოდა. ნათქვამია, ქურდს ქუდი ეწვისო. ეშინიათ, იმდენი უკანონობა და სიყალბე აქვთ ჩადენილი, არ უნდათ, პროცესს დაესწრონ ოპოზიციის წარმომადგენლები.

შემიძლია ვთქვა, რომ საბურთალოს ეს განყოფილება მაქსიმალურად კორექტული იყო. ჩვენ შარზე არ ვართ, ვინც კარგად მოიქცევა, ვიტყვით, რომ კარგად იქცევა, ვინც ცუდად – ცუდად. ჟურნალისტებს დიდი მადლობა, რადგან თქვენ ძალიან გვეხმარებით, რომ საზოგადოება გაერკვეს, რა ხდება“, – განაცხადა ბურჯანაძემ.