„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს შემოწირულობების გაღების თხოვნით მიმართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებსა და პარტიის წევრებს შემოწირულობების გაღების თხოვნით მიმართავს.
პარტიის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვადასხვა კამპანიისა და საოპერაციო ხარჯების დასაფარად აუცილებელია ფინანსური რესურსების მობილიზება.
„ძვირფასო მხარდამჭერებო და პარტიის წევრებო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტისაოკუპაციო და ანტიკორუფციული კამპანიების განხორციელებისთვის, ასევე პარტიის მიმდინარე საოპერაციო ხარჯების დასაფარად, აუცილებელია შესაბამისი ფინანსური რესურსების მობილიზება და მხარდაჭერა.
ამ მიზნით, ვიწყებთ შემოწირულობების მიღებას. მსურველებს შესაძლებლობა გაქვთ, შეიტანოთ საკუთარი წვლილი პარტიის საქმიანობის მხარდაჭერაში. იხილეთ დეტალური ინსტრუქცია: საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შემოწირულობის განხორციელება შეუძლია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს. შემოწირულობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ქართული საბანკო ანგარიშიდან პარტიის ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.