„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მერვე ყრილობას მართავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მერვე ყრილობას მართავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” მერვე ყრილობას მართავს. ცნობილია, რომ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გრიგოლ ვაშაძეს აირჩევენ. პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ამ დრომდე ნიკა მელია ასრულებდა.

ამასთან, პარტიის წევრებს დღეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ინტერნეტის საშუალებით სიტყვით მიმართავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს დელეგატები ახალი მეთოდით აირჩევენ. კენჭისყრა ელექტრონული ხმის მიცემით ჩატარდება. დელეგატები მობილური ტელეფონების საშუალებით სპეციალური აპლიკაციით მიიღებენ კენჭისყრაში მონაწილეობას, რაც როგორც პარტიაში ამბობენ, ინოვაციური მეთოდია.

ყრილობას ესწრება შალვა შავგულიძეც, მან ჟურნალისტებთან ყრილობის დაწყებამდე კომენტარი არ გააკეთა. ყრილობაზე იმყოფება მალხაზ მაჩალიკაშვილიც.