ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და საერთო სამაგისტრო გამოცდას წელს 24 მსჯავრდებული აბარებს

11:42, 02.07.2021

წელს, პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 24 მსჯავრდებული იღებს მონაწილეობას.

პენიტენსიური სამსახურის ინფორმაციით, 2 ივლისს პენიტენციური დაწესებულებებიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო ცენტრებში მსჯავრდებულების გაყვანის პროცესი დაიწყო.

„სპეციალური პენიტენციური სამსახური თითოეულ მათგანს წარმატებას უსურვებს და მსჯავრდებულების საგამოცდო ცენტრებში შეუფერხებლად გადაყვანას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ პენიტენციურ სამსახურში.

მსგავსი