ზუსტად ერთი წლის წინ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 45-ე პრეზიდენტი ყოფილი ბიზნესმენი, მილიარდერი, მსახიობი, რეალითი შოუს წამყვანი, სილამაზის კონკურსების ორგანიზატორი დონალდ ჯონ ტრამპი გახდა.
მან 2017 წლის 20 იანვარს კაპიტოლიუმის შენობის წინ საპრეზიდენტო ფიცი დადო.
არჩევიდან ასი დღის შემდეგ საინფორმაციო სააგენტო როიტერთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ეგონა, პრეზიდენტობა უფრო მარტივი ექნებოდა.
მეასე დღეს აღიარა, რომ ძველი ცხოვრება ენატრება, განსაკუთრებით კი ავტომობილის მართვა.
ტრამპის ერთი წელი ფოტოებში.
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღე, ფოტო Photo AP

დონალდ ტრამპი, ინაუგურაცია, ფოტო AP

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის დღე, ბარაკ ობამამ ის თეთრ სახლში მიიღო


ტრამპის ინაუგურაციის დღე, ჰილარი და ბილ კლინტონები

ტრამპის ინაუგურაციის დღე, ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი

ტრამპის ინაუგურაცია, საზღვაო ქვეითი კაპიტოლიუმის შენობის წინ

პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში, 19 აპრილი, ფოტოგრაფი -Andrew Harnik

დონალდ ტრამპი ცენტრალური დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს მიმართავს, ფოტოგრაფი Olivier Douliery

დონალდ ტრამპის ნაქარგი პერანგი, 9 იანვარი, თეთრი სახლი, შეხვედრა კანონმდებლებთან იმიგრაციის საკითხზე, ფოტოგრაფი Doug Mills

დონალდ ტრამპი და პირველი ლედი, ტეხასი, ქარიშხალ ჰარვის შემდეგ, 29 აგვისტო, ფოტოგრაფი Jacquelyn Martin

პრეზიდენტი და გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი, ჯეიმს კომი, 22 იანვარი, ფოტოგრაფი Andrew Harrer

პრეზიდენტი ტრამპი და პირველი ლედი, წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს 2 ოქტომბერს ლას ვეგასში თავდასხმის დროს დაღუპულებს, ფოტოგრაფი Carolyn Kaster

დონალდ ტრამპი და ემანუელ მაკრონი, ბრიუსელი, 25 მაისი, ფოტოგრაფი Jonathan Ernst

Air Force One – 21 ნოემბერს დონალდ ტრამპი Joint Base Andrews-ზე ჩავიდა, ფოტოგრაფი Eric Thayer

პრეზიდენტი ტრამპი სენატის უმცირესობის ლიდერს ჩაკ შუმერს ესაუბრება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში, 6 სექტემბერი, ფოტოგრაფი Al Drago

ივანკა ტრამპი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველი ლედი – შეხვედრა რომის პაპთან, 24 მაისი, ფოტოგრაფი Evan Vucci
