ერთი ნაბიჯი მიზნამდე - ელიგაში გადასასვლელ პლეიოფში „სპაერი“ და „სამტრედია“ ითამაშებენ #1TVSPORT
ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლოსწინა, 31-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და, ფაქტობრივად, ყველაფერი გაირკვა.
ეროვნული ლიგის საგზური ოთხი ტურით ადრე ქობულეთის „შუქურამ“ მოიპოვა. ასევე ამ ტურამდე იყო ცნობილი, რომ პლეიაუტის (ლიგა2-ში ადგილის შენარჩუნებითვის) მატჩებში ლიგა 3-ის წარმომადგენლებს „რუსთავი“ და „ვიტ ჯორჯია“ დაუპირისპირდებოდნენ.
გასარკვევი პლეიოფის (გადასასვლელი მატჩები ელიგის გუნდებთან) მონაწილეების ვინაობა იყო. „სამტრედიამ“ კონკურენტი მარტვილის „მერანი“ ვეტერანი ლევან ხმალაძის გოლით 1:0 დაამარცხა და პლეიოფში თამაში გაინაღდა, ისევე როგორც „საპერმა“, რომელმაც თბილისის „მერანს“ 2:1 სძლია.
ბოლო ტურში გაირკვევა, მეორე ადგილს „სამტრედია“ დაიკავებს თუ „სპაერი“. თანაბარი ქულების შემთხვევაში, მეორეზე „სამტრედია“ უკეთესი პირადი თამაშების ხარჯზე გავა, რადგან კონკურენტს ორჯერ მოუგო და ორჯერ ფრედ ითამაშა (1:0, 2:2, 1:1, 2:1).
ტური 31
სამტრედია 1:0 მერანი მრ
რუსთავი 2:3 გარეჯი
სპაერი 4:2 მერანი თბ
ვიტ ჯორჯია 2:0 შუქურა
ეროვნული ლიგა 2
1. შუქურა 57
2. სპაერი 48
3. სამტრედია 45
4. მერანი მრ 39
5. გარეჯი 36
6. მერანი თბ 34
7. რუსთავი 23
8. ვიტ ჯორჯია 21
ზუგდიდის „დინამო“ და „შევარდენი 1906“ გარიგებულ თამაშებში ბრალდების გამო მოხსნილია 13 ტურის შემდეგ და მათი შედეგები ანულირებულია.