ერთი მოგება, ერთი ფრე - „დინამომ“ სეზონის გახსნამდე ბოლო ტესტ-მატჩები გამართა #1TVSPORT
თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა „დინამო თბილისმა“ ახალი საფეხბურთო სეოზნის დაწყებამდე დიღმის ბაზაზე ბოლო ტესტმატჩები გამართა.
გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილებმა საგარეჯოს „გარეჯთან“ 5:0 მოიგეს – გოლები გიორგი მოისწრაფიშვილმა (2), ანზორ მექვაბიშვილმა, უსმანე კამარამ და დავით კობოურმა გაიტანეს.
დინამო 5:0 გარეჯი
„დინამო“: კერესელიძე, მალი, ნზაბა, ტაბიძე, კობოური, მექვაბიშვილი, ოსიყმაშვილი, მოისწრაფიშვილი, კირკიტაძე, კამარა, სხირტლაძე
შეცვლაზე შევიდნენ: ლაცაბიძე, იობაშვილი, სიხარულაშვილი
„თელავთან“ სპარინგი ფრედ 2:2 დასრულდა. მეტოქის კარში პირველი გოლი თელაველთა მცველმა საკუთარ კარში ჩაჭრა, მეორე კი ლაშა ოდიშარიას ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ „დინამოს“ რიგებში 15 წლის ვახო სალიამ ითამაშა.
დინამო 2:2 თელავი
„დინამო“: კერესელიძე, მაისურაძე, ხვადაგიანი, კალანდაძე, ჩხეტიანი, ლაცაბიძე, უგრეხელიძე, ოდიშარია, იმრანი, იობაშვილი, მარუშიჩი
შეცვლაზე შევიდნენ: სალია, გოგობერიშვილი
გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი განაგრძობს მოახლოებული სეზონისთვის მზადებას. პირველი ტურის შეხვედრას „დინამო“ 25 თებერვალს გორში, „დილასთან“ გამართავს.