ერთი მოგება და ერთი წაგება - „დინამომ“ მასტერსი დაიწყო
ერთი მოგება და ერთი წაგება - „დინამომ“ მასტერსი დაიწყო

ბერლინში მიმდინარე ლეგენდათა ტურნირზე, თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდმა ორი შეხვედრა გამართა და 1-1 მოგება და წაგება დააგროვა.

თბილისელები პირველ შეხვედრაში ლევერკუზენის „ბაიერს“ შეხვდნენ და 4:2 დაამარცხეს. ალექსანდრე იაშვილმა დუბლი შეასრულა, 1-1 კი კახა კალაძემ და ოთარ მარცვალაძემ გაიტანეს.

„დინამო“ მეორე ტურის მატჩში დორტმუნდის „ბორუსიას“ შეხვდა და ამჯერად 2:3 დამარცხდა. ️ალექსანდრე იაშვილმა და ლაშა სალუქვაძემ გაიტანეს.

ორი ტურის შემდეგ ტურნირის ერთად-ერთ არაგერმანულ მონაწილეს, „დინამოს“ 3 ქულა აქვს და ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ, მესამე მატჩს ხვალ 17:30 საათზე „შალკე 04“-ის წინააღმდეგ გამართავს.