ერთა ლიგის პირველ თამაშში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ყაზახეთს დაუპირისპირდება
უეფა-ს ერთა ლიგის პირველ თამაშში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთს დაუპირისპირდება.
„ასტანა არენაზე“ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პირველი ვარჯიში უკვე გამართეს.
ამასთან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა „ასტანა-არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებსა და მეტოქეზე ისაუბრა.
„ჩვენს ჯგუფში ყველა გუნდს თავისი პლუს-მინუსები გააჩნია. ჩვენი მიზანი კი შეხვედრაში გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ახლა თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია და შევეცდებით, ტურნირი წარმატებით დავიწყო“, – ამბობს ვლადიმირ ვაისი.
ყაზახეთი-საქართველოს შეხვედრა ასტანაში დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.