ერთა ლიგა | უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი – ჩვენს ჯგუფში აშკარა ფავორიტი არ არის #1TVSPORT
უნგრეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარკო როსიმ ერთა ლიგის მატჩებამდე პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა.
უნგრეთის პირველი მეტოქე უკრაინა იქნება (25 სექტემბერი პუშკაშ არენაზე), ხოლო სამი დღის შემდეგ ისინი ჩრდილოეთ ირლანდიაში გაემგზავრებიან. ამ სერიის მესამე მეტოქე საქართველო იქნება (საშინაო თამაში 2 ოქტომბერს), ხოლო სამი დღის შემდეგ უნგრეთი კვლავ უკრაინას დაუპირისპირდება – ამჯერად ტრნავაში, სლოვაკეთში.
„უკრაინა ფიფას რეიტინგში 33-ე ადგილზეა, უნგრეთზე ექვსი პოზიციით წინ, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია 70-ე ადგილზეა, საქართველოზე ორი პოზიციით წინ.
თუმცა მსოფლიო რეიტინგი შეცდომაში შემყვანია, რადგან ამ ოთხი გუნდის რეალური დონე ერთმანეთთან გაცილებით ახლოსაა, ვიდრე რეიტინგი მიუთითებს და, ჩემი აზრით, ჩვენს ჯგუფში აშკარა ფავორიტი არ არის.
გვსურს, ვაჩვენოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია და ჩვენი მიზანი, რა თქმა უნდა, A დივიზიონში დაბრუნებაა. ათ დღეში გასამართი ოთხი მატჩი სერიოზული გამოცდა იქნება, თუმცა ახალი ფორმატი ჩვენს მეტოქეებსაც მსგავს გამოწვევებს შეუქმნის.
საქართველო და ჩრდილოეთ ირლანდია სამი ცენტრალური მცველით ითამაშებენ, უკრაინა – ოთხით. ჩვენთვის ეს ნიშნავს, რომ ტაქტიკურად მზად უნდა ვიყოთ ორივე დაცვითი სისტემის წინააღმდეგ და აგრესიულად ვეთამაშოთ. თუ ბურთს დავკარგავთ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიბრუნოთ – სასურველია, ჯერ კიდევ ნახევარდაცვაში“.