ერთა ლიგა - უკრაინამ შოტლანდიაში წააგო და ლიდერობა დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგა - უკრაინამ შოტლანდიაში წააგო და ლიდერობა დაკარგა [ვიდეო] #1TVSPORT

ერთა ლიგაზე B დივიზიონის პირველ ჯგუფში პირველი ტურის გამოტოვებული შეხვედრა გაიმართა, რომელშიც შოტლანდიის ნაკრებმა შინ მიიღო უკრაინის ნაკრები. ეს იყო ლიდერების მატჩი – უკრაინა ბრიტანელებს ერთი ქულით უსწრებდა.

70-ე წუთამდე ანგარიში 0:0 იყო, რის შემდეგაც შოტლანდიელებმა სამი გოლი გაიტანეს. ანგარიში „ასტონ ვილას“ ნახევარმცველმა ჯონ მაკგინმა გახსნა, რასაც მოჰყვა შეცვლაზე შესული „ქუინზ პარკ რეინჯერსის“ ფორვარდის ლინდონ დაიკსის დუბლი. მან ორივე გოლი რაიან ფრეზერის კუთხურიდან ჩაწოდებების შემდეგ გაიტანა.

ოთხი ტურის შემდეგ შოტლანდიას ცხრა ქულა აქვს, უკრაინას – შვიდი. მეხუთე ტურში, 24 სექტემბერს უკრაინა სტუმრად სომხეთს შეხვდება, შოტლანდია კი შინ მიიღებს ირლანდიას. ბოლო ტურში გადამწყვეტი იქნება უკრაინისა და შოტლანდიის შეხვედრა, რომელიც 27 სექტემბერს გაიმართება.