ერთა ლიგა | საქართველოს ნაკრები უნგრეთში გაემგზავრა #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები ბუდაპეშტში გაემგზავრა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის შეხვედრას უნგრეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს.
წინა ორი ტურის მატჩი საქართვეომაც და უნგრეთმაც ერთნაირი შედეგით დაასრულა – 1 წაგება და 1 ფრე. ეს გუნდები B დივიზიონის მეორე ჯგუფის სატურნირო ცხრილში მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.
მატჩი 2 ოქტობერს ბუდაპეშტის „პუშკაშ არენაზე“ გაიმართება. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო.