ერთა ლიგა | კოვაჩევიჩი საქართველოს წინააღმდეგ არ ითამაშებს - მადლობა უნგრეთის ნაკრების მწვრთნელს, მაგრამ მე მხოლოდ ხორვატიის სახელით გამოვალ #1TVSPORT
„ფერენცვაროშის“ ხორვატმა თავდამსხმელმა, ფრანკო კოვაჩევიჩმა უნგრეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მარკო როსის მიწვევისთვის მადლობა გადუხადა, მაგრამ უარით გაისტუმრა. ამის შესახებ ხორვატული გამოცემა Germanijak-ი წერს.
„დიდი მადლობა ნაკრებში მიწვევისთვის, მაგრამ ჩემი გული ხორვატიისთვის ცემს. საკუთარ თავს ხორვატიის მაისურში ვხედავ და ეს არის ჩემი მიზანი, რომლისთვისაც ყველაფერს გავაკეთებ“, – განაცხადა კოვაჩევიჩმა.
„ფერენცვაროშის“ თავდამსხმელის ბებია უნგრელია და თავადაც ამ ქვეყნის პასპორტი აქვს. ამიტომ ეროვნულ ნაკრებში თამაში შეუძლია და, შესაბამისად, ნატურალიზაციის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. თუმცა კოვაჩევიჩი დღემდე იმედოვნებს, რომ ზლატკო დალიჩი ხორვატიის ეროვნული გუნდის გამოძახებულთა სიაში მასაც დაასახელებს.