ერთა ლიგა - გერმანია-საფრანგეთი 0:0
ერთა ლიგა - გერმანია-საფრანგეთი 0:0

ერთა ლიგის გათამაშების მთავარ დივიზიონში – A ლიგაში პირველი მატჩი გაიმართა. პირველ ჯგუფში გერმანიის ნაკრები მიუნხენის „ალიანც-არენაზე“ მსოფლიოს ჩემპიონ საფრანგეთის ნაკრებს იღებდა. დიდიე დეშამის გუნდი პირველ მატჩს ატარებდა ტიტულის მოპოვების შემდეგ.

პირველ ტაიმში არც ერთ გუნდს არ გამოსდიოდა შეტევაში თამაში, შესვენების შემდეგ კი მომენტები ორივე კართან შეიქმნა, მაგრამ მატჩი უგოლოდ დასრულდა – 0:0.
გერმანიას ბურთის ფლობის 57 პროცენტი ჰქონდა, მეტოქეზე ორჯერ მეტი დაარტყა – 14:7 და ზუსტი დარტყმებითაც აჯობა მეტოქეს – 7:3.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

გერმანია: ნოიერიგინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, რიუდიგერიკიმიხიგორეტცკა (გიუნდოგანი, 66), კროოსი – მიულერი, ვერნერი – როისი (სანე6 83).

საფრანგეთი: არეოლაპავარი, ვარანი, უმტიტი, ლუკას ერნანდესი – პოგბა, კანტემბაპე, გრიზმანი (გრიზმანი, 80), მატუიდი (ტოლისო, 86) – ჟირუ (დემბელე, 66).