ერთა ლიგა ახალი ფორმატით გაიმართება
ერთა ლიგა ახალი ფორმატით გაიმართება

უეფა-მ დაამტკიცა ერთა ლიგის ახალი ფორმატი, რომელიც 2020-2021 წლების სეზონიდან ამოქმედდება.

ახალი ფორმატის თანახმად, A, B და C დივიზიონებში 16-16 გუნდი ითამაშებს, D დივიზიონში – 7.

შეგახსენებთ, რომ პირველ გათამაშებაში (2018-2019 წლების სეზონი) A და B დივიზიონებში 12-12 გუნდი იყო, C-ში 0 15 გუნდი და D-ში – 16.

A ლიგაში ითამაშებენ: პორტუგალია, ჰოლანდია, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ბოსნია, უკრაინა, დანია, შვედეთი, ხორვატია, პოლონეთი, გერმანია, ისლანდია. ისინი ოთხ ჯგუფად (თითოში ოთხი გუნდი) დაიყოფიან. ოთხი უარესი გუნდი დაქვეითდება B ლიგაში.

B ლიგაში ითამაშებენ: ავსტრია, უელსი, ჩეხეთი, შოტლანდია, რუსეთი, ნორვეგია, სერბეთი, ფინეთი, სლოვაკეთი, თურქეთი, ირლანდია, ჩრდილოეთ ირლანდია, ბულგარეთი, ისრაელი, უნგრეთი, რუმინეთი. ისინი ოთხ ჯგუფად (თითოში ოთხი გუნდი) დაიყოფიან. ოთხი საუკეთესო გუნდი გადავა A ლიგაში, ოთხი უარესი – დაქვეითდება C ლიგაში.

C ლიგაში ითამაშებენ: საქართველო, საბერძნეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, მაკედონია, კოსოვო, ბელარუსი, კვიპროსი, ესტონეთი, სლოვენია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, მოლდოვა. ისინი ოთხ ჯგუფად (თითოში ოთხი გუნდი) დაიყოფიან. ოთხი საუკეთესო გუნდი გადავა B ლიგაში, ორი უარესი – დაქვეითდება D ლიგაში.

D ლიგაში ითამაშებენ: გიბრალტარი, ფარერები, ლატვია, ლიხტენშტაინი, ანდორა, მალტა, სან მარინო. ისინი ორ ჯგუფად (ოთხი და სამი გუნდი) დაიყოფიან. ორი საუკეთესო გუნდი გადავა C ლიგაში.

დივიზიონების წილისყრა 2020 წლის 3 მარტს, ამსტერდამში გაიმართება.

ცნობილია მატჩების ჩატარების თარიღები:

I ტური: 3-5 სექტემბერი, 2020

II ტური: 6-8 სექტემბერი, 2020

III ტური: 8-10 ოქტომბერი, 2020

IV ტური: 11-13 ოქტომბერი, 2020

V ტური: 12-14 ნოემბერი, 2020

VI ტური: 15-17 ნოემბერი, 2020

ოთხთა ფინალი: 2-6 ივნისი, 2021