ერთა ლიგა 2024-25 | A1 ჯგუფი - კრიშტიანო რონალდომ მე-900 გოლი გაიტანა, შოტლანდიას ნეაპოლელებმა ვერ უშველეს [ვიდეო] #1TVSPORT
ერთა ლიგა 2024-25 | A1 ჯგუფი - კრიშტიანო რონალდომ მე-900 გოლი გაიტანა, შოტლანდიას ნეაპოლელებმა ვერ უშველეს [ვიდეო] #1TVSPORT

ფაქტები

* კრიშტიანო რონალდომ კარიერაში მე-900 გოლი გაიტანა (რეალი – 450, მანჩესტერ იუნაიტედი – 145, პორტუგალიის ნაკრები – 131, იუვენტუსი – 101, ალ-ნასრი – 68, სპორტინგი – 5).

* რონალდომ ნაკრებში 131 გოლი დააგროვა, რაც აბსოლუტური რეკორდია. მეორე ადგილზეა არგენტინელი ლიონელ მესი 109 გოლით.

* რონალდომ ზედიზედ მე-5 მატჩში გაიტანა. მანამდე მან თავი გამოიჩინა ოთხ მატჩში „ალ-ნასრის შემადგენლობაში.

* პოლონეთის ნაკრების კარში გოლები „ნაპოლიში“ ამ ზაფხულს გადასულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს.

 

შოტლანდია-პოლონეთი            2:3

გოლები: 0:1 შიმანსკი (8), 0:2 ლევანდოვსკი (44-პენ), 1:2 გილმორი (46), 2:2 მაკტომინეი (76), 2:3 ზალევსკი (90+7-პენ)

პორტუგალია-ხორვატია             2:1

გოლები: 1:0 დიოგო დალოტი (7), 2:0 კრიშტიანო რონალდო (34), 2:1 დიოგო დალოტი (41-ავტოგოლი)

პორტუგალია:  დიოგო კოშტა, ნუნუ მენდეში, ინასიუ (77. ანტონიო სილვა), რუბენ დიაში, დიოგო დალოტი, ბრუნო ფერნანდეში, ვიტინია (90. პედრო გონსალვეში), ბერნარდო სილვა, რაფაელ ლეაო (46. ჟოაო ნევეში), კრიშტიანო რონალდო (88. დიოგო ჟოტა), პედრო ნეტუ (46. ნელსონ სემედუ).

მომდევნო ტური. 8 სექტემბერი

22:45 ხორვატია-პოლონეთი

22:45 პორტუგალია-შოტლანდია