ერთ-ერთ კაფესთან, სადაც ელენე ხოშტარია იმყოფება, ახალგაზრდების ჯგუფი აქციას მართავს [ვიდეო]

ახალგაზრდების ჯგუფი „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას მიერ საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებს.

ელენე ხოშტარია ერთ-ერთ კაფეში იმყოფება, სადაც ახალგაზრდების ჯგუფი მივიდა და ელენე ხოშტარიასგან პასუხს ითხოვდა. მათი თქმით, საქართველოს პარლამენტში რუსეთის ჰიმნის გაჟღერება საქართველოს შუარაცხყოფაა და ელენე ხოშტარიასგან ამ ფაქტის გამო ბოდიშის მოხდას და სადეპუტატო მანდატის დატოვებას ითხოვენ.

„ჩვენს პარლამენტში მიმდინარეობს საბჭოთა რუსული ჰიმნის გაჟღერება ქალბატონი ელენესგან და ვკითხეთ, ქალბატონო ელენე, მიგაჩნიათ თუ არა რომ ამ შემთხვევაში თქვენი საქციელი იყო შეურაცხმყოფელი საქართველოსთვის. მანდატი, როგორც მინიმუმ, არ უნდა გქონდეთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას შეგიძლიათ, მოუხადოთ ბოდიში, თუ მიგაჩნიათ, რომ ეს არ იყო ლამაზი საქციელი“ ,- მიმართა ხოშტარიას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მოგვიანებით, ახალგაზრდებმა კაფე დატოვეს და აქცია მიმდებარე ტერიტორიაზე გააგრძელეს. შეკრებილებმა საქართველოს ჰიმნიც შეასრულეს.

ახალგაზრების ჯგუფმა ამ დროისთვის „ევროპული საქართველოს“ ოფისთან გადაინაცვლა.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ არ არიან არც ერთი პარტიის აქტივისტები.

ადგილზე მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებიც მივიდნენ. ახალგაზრდების ჯგუფსა და „სირცხვილიას“ წევრებს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა.

დატოვე კომენტარი