ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) კვირის მოთამაშეები დაასახელა
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ დასახელდა „დეტროიტის“ ცენტრი ანდრე დრამონდი. „პისტონზმა“ სამ თამაშში ორი მოიგო. ამ შეხვედრებში დრამონდის სტატისტიკა იყო – 17.7 ქულა, 18.0 მოხსნა და 3.7 დაფარება. „დეტროიტი“ მეექვსე ადგილზეა აღმოსავლეთის ცხრილში.
დასავლეთში გასული შვიდი დღის საუკეთესო კალათბურთელია „პორტლენდის“ გამთამაშებელი დემიენ ლილარდი. მისი საშუალო მაჩვენებლები იყო – 25.3 ქულა, 5.8 მოხსნა და 7.3 შედეგიანი პასი. „პორტლენდმა“ ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზეა დასავლეთში.