ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) კვირის მოთამაშეები დაასახელა

16:30, 03.04.2019

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ დასახელდა „დეტროიტის“ ცენტრი ანდრე დრამონდი. „პისტონზმა“ სამ თამაშში ორი მოიგო. ამ შეხვედრებში დრამონდის სტატისტიკა იყო – 17.7 ქულა, 18.0 მოხსნა და 3.7 დაფარება. „დეტროიტი“ მეექვსე ადგილზეა აღმოსავლეთის ცხრილში.

დასავლეთში გასული შვიდი დღის საუკეთესო კალათბურთელია „პორტლენდის“ გამთამაშებელი დემიენ ლილარდი. მისი საშუალო მაჩვენებლები იყო – 25.3 ქულა, 5.8 მოხსნა და 7.3 შედეგიანი პასი. „პორტლენდმა“ ოთხიდან სამი მატჩი მოიგო და მეოთხე ადგილზეა დასავლეთში.

მსგავსი