ეროვნულმა ლიგამ სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა - ყველაზე მეტი მოთამაშე ბათუმის „დინამოდანაა“ #1TVSPORT
ეროვნულმა ლიგამ სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა - ყველაზე მეტი მოთამაშე ბათუმის „დინამოდანაა“ #1TVSPORT

სასტუმრო „გრანდ შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ საქართველოს ეროვნული ლიგის წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2023 წლის სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელეს.

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო თბილისი“).

მცველები: ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“ ბათუმი), მამუკა კობახიძე („დინამო“ ბათუმი), ალექსანდრე კალანდაძე („დინამო თბილისი“), ლაშა შერგელაშვილი („ტორპედო“ ქუთაისი).

ნახევარმცველები: გიორგი არაბიძე („ტორპედო“ ქუთაისი), მერაბ გიგაური („ტორპედო“ ქუთაისი), გიორგი ზარია („დინამო“ ბათუმი).

თავდამსხმელები: ჯოვინო ფლამარიონი („დინამო“ ბათუმი), დავით სხირტლაძე („დინამო თბილისი“), პაატა ღუდუშაური („დინამო“ ბათუმი).

წლის სიმბოლურ გუნდში სულ სამი გუნდის მოთამაშეები მოხვდნენ – ყველაზე მეტი ფეხბურთელი ჩემპიონი ბათუმის „დინამოდან“ დაასახელეს – 5, ქუთაისის „ტორპედოდან“ – 3, ხოლო „დინამო თბილისიდან“ – 3.