ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4-დან 9 პროცენტამდე გაზარდა
ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4-დან 9 პროცენტამდე გაზარდა

ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 9 პროცენტამდე ზრდის, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„მოსალოდნელია, რომ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ საპროცენტო განაკვეთების განხორციელებულ და დაანონსებულ ზრდას საქართველოში უცხოური ვალუტით დაკრედიტებაზე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მსგავსი ეფექტი ექნება. მოვლენების ამგვარი განვითარების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი 2022 წლის ეკონომიკურ ზრდას 9 პროცენტზე პროგნოზირებს“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.