ეროვნულმა არქივმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი ახალი მარკა გამოსცა
ეროვნულმა არქივმა საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამი ახალი მარკა გამოსცა

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულმა არქივმა სამი ახალი მარკა გამოსცა.

საქართველოს ფოსტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მარკების კომისიამ ბაადურ ქობალიას ესკიზები შეარჩია, რომლის მთავარი თემაც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე იყო.

ახალ მარკებზე საქართველოს რესპუბლიკის გერბი, რუკა და დროშაა გამოსახული. მისი შექმნისას ავტორმა ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური დოკუმენტებით იხელმძღვანელა.

ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში ძველი საფოსტო მარკები და პირველი რესპუბლიკის დაფუძნების უნიკალური დოკუმენტაციაც გამოიფინა.

არქივი მომავალ წელს 1919 წლის 26 მაისს გამოშვებულ მარკების განახლებულად გამოშვებას გეგმავს, ამ მარკებს 100 წელი სწორედ 2019 წელს შეუსრულდება.

 

დატოვე კომენტარი