ეროვნულმა არქივმა ბავშვებისთვის სპეციალური ვებგვერდი შექმნა

11:13, 01.06.2021

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე სპეციალური გვერდი შეიქმნა.

საბავშვო გვერდზე თავმოყრილია ეროვნული არქივის ფონდებში დაცული ბავშვებისა და მოზარდებისთვის საინტერესო მასალა.

მათ შორისაა: ქართული მულტიპლიკაციური ფილმები, ზღაპრების აუდიოჩანაწერები, ქართველი კლასიკოსი მწერლების აუდიოწიგნები, დიაფილმებისთვის შექმნილი ნახატები, საბავშვო ჟურნალ-გაზეთების ონლაინ ვერსიები, კინოსიუჟეტები.

მომავალი თაობისთვის საარქივო მასალის საინტერესოდ მიწოდებისთვის ბოლო პერიოდში არაერთი პროექტი განხორციელდა.

მსგავსი