ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - ისრაელი და სირიის რეჟიმი ყოველდღიურ კონტაქტზე არიან და ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობას განიხილავენ
ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი - ისრაელი და სირიის რეჟიმი ყოველდღიურ კონტაქტზე არიან და ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობას განიხილავენ

ისრაელი და სირიის რეჟიმი ყოველდღიურ პირდაპირ კონტაქტზე არიან და ურთიერთობის ნორმალიზაციის შესაძლებლობას განიხილავენ, – ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მრჩეველმა, ცაჩი ჰანეგბიმ განაცხადა.

ჰანეგბიმ დაადასტურა ქნესეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის საიდუმლო სხდომაზე გაკეთებული განაცხადებები და თქვა, რომ ისრაელსა და სირიის რეჟიმს შორის პირდაპირი დიალოგი ყველა დონეზე მიმდინარეობს.

ჰანეგბიმ კომიტეტს განუცხადა, რომ სირია და ლიბანი აბრაამის შეთანხმებების ნორმალიზაციის კანდიდატები არიან. როდესაც ჰკითხეს, დათანხმდა თუ არა ისრაელი სირიის ბუფერული ზონებიდან ჯარების გაყვანას ამ ძალისხმევის ფარგლებში, ჰანეგბიმ უპასუხა, რომ ნორმალიზაცია თუ მოხდება, ისრაელი ამას განიხილავს, თუმცა განმარტა, რომ სირიის ჰერმონიდან ჯარებს არ გაიყვანს.