ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღის ათი საუკეთესო მომენტი და მატჩების ფაქტები
მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:
10. საკრამენტო-ატლანტა – ბადი ჰილდის ფინტი და პასი იმან შამპერტზე
9. პორტლენდი-იუტა – მო ჰარკლესის ჩატენვა
8. ბოსტონი-შარლოტი – ჯეისონ ტეიტუმის გარღვევა და ჩატენვა
7. საკრამენტო-ატლანტა – ტრეი იანგისა და ჯონ კოლინზის ალეი-უპი
6. ბოსტონი-შარლოტი – ჯეილენ ბრაუნის ჩაჭრა და რევერს-დანკი
5. ბოსტონი-შარლოტი – ტერი როზირისა და ჯეისონ ტეიტუმის ალეი-უპი
4. ვაშინგტონი-ინდიანა – ჯეფ გრინის ჩატენვა
3. მინესოტა-მემფისი – კარლ-ენტონი თაუნსის გარღვევა და ჩატენვა
2. საკრამენტო-ატლანტა – დეანდრე ბემბრის ჩატენვა
1. მინესოტა-მემფისი – კარლ-ენტონი თაუნსის ბაზერ-ბიტერი ოვერტაიმის ბოლო წამზე
დღის ფაქტები:
– დენვერმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
– ბოსტონმა ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ მოიგო.
– ბოსტონმა ბოლო ორ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა კაირი ირვინგის გარეშე და 24 მოიგო.
– დირკ ნოვიცკიმ 14 ქულა დააგროვა და სეზონის მატჩი ჩაატარა.
– ნიუ-იორკმა ზედიზედ მე-11 მატჩი წააგო, ბოლო 20 მატჩში 19-ჯერ და ბოლო 26 მატჩში 24-ჯერ დამარცხდა.
– ნიუ-იორკი 10 მოგებითა და 40 წაგებით რეგულარულის ყველაზე სუსტი გუნდია.
– დალასმა ბოლო ოთხ მატჩში მესამედ მოიგო.
– ჩიკაგომ შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
– ჩიკაგომ ბოლო 16 მატჩში მეორედ მოიგო.
– ინდიანამ 89 ქულით სეზონის საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა.
– ვიქტორ ოლადიპოს ტრავმის შემდეგ, პეისერსს სამიდან სამი წაგება აქვს.
– საკრამენტოს სათადარიგოებმა ატლანტას წინააღმდეგ 80 ქულა დააგროვეს.
– პორტლენდმა შინ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.