ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დღის ათი საუკეთესო მომენტი და მატჩების ფაქტები

მორიგი სათამაშო დღის შემდეგ, ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) 10 საუკეთესო მომენტის ვიდეო გაავრცელა, რომელშიც შესულია:

10. საკრამენტო-ატლანტა – ბადი ჰილდის ფინტი და პასი იმან შამპერტზე
9. პორტლენდი-იუტა – მო ჰარკლესის ჩატენვა
8. ბოსტონი-შარლოტი – ჯეისონ ტეიტუმის გარღვევა და ჩატენვა
7. საკრამენტო-ატლანტა – ტრეი იანგისა და ჯონ კოლინზის ალეი-უპი
6. ბოსტონი-შარლოტი – ჯეილენ ბრაუნის ჩაჭრა და რევერს-დანკი
5. ბოსტონი-შარლოტი – ტერი როზირისა და ჯეისონ ტეიტუმის ალეი-უპი
4. ვაშინგტონი-ინდიანა – ჯეფ გრინის ჩატენვა
3. მინესოტა-მემფისი – კარლ-ენტონი თაუნსის გარღვევა და ჩატენვა
2. საკრამენტო-ატლანტა – დეანდრე ბემბრის ჩატენვა
1. მინესოტა-მემფისი – კარლ-ენტონი თაუნსის ბაზერ-ბიტერი ოვერტაიმის ბოლო წამზე

დღის ფაქტები:
დენვერმა ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო.
ბოსტონმა ბოლო რვა მატჩში მეშვიდედ მოიგო.
ბოსტონმა ბოლო ორ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა კაირი ირვინგის გარეშე და 24 მოიგო.
– დირკ ნოვიცკიმ 14 ქულა დააგროვა და სეზონის მატჩი ჩაატარა.
ნიუ-იორკმა ზედიზედ მე-11 მატჩი წააგო, ბოლო 20 მატჩში 19-ჯერ და ბოლო 26 მატჩში 24-ჯერ დამარცხდა.
ნიუ-იორკი 10 მოგებითა და 40 წაგებით რეგულარულის ყველაზე სუსტი გუნდია.
დალასმა ბოლო ოთხ მატჩში მესამედ მოიგო.
ჩიკაგომ შეწყვიტა ოთხმატჩიანი წაგებათა სერია.
ჩიკაგომ ბოლო 16 მატჩში მეორედ მოიგო.
ინდიანამ 89 ქულით სეზონის საკლუბო ანტირეკორდი დაამყარა.
– ვიქტორ ოლადიპოს ტრავმის შემდეგ, პეისერსს სამიდან სამი წაგება აქვს.
საკრამენტოს სათადარიგოებმა ატლანტას წინააღმდეგ 80 ქულა დააგროვეს.
პორტლენდმა შინ ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო.