ეროვნული საფეხბურთო ლიგის ტრანსფერები | „დინამო თბილისმა“ ცოტნე ბერელიძე იჯარით გაუშვა, „გაგრამ“ ლიდერები შეინარჩუნა #1TVSPORT
„დინამო თბილისმა“ ცოტნე ბერელიძე იჯარით გაუშვა – საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ნახევარმცველით წყალტუბოს „სამგურალში“ ითამაშებს, 19 წლის ფეხბურთელმა გუნდთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.
ცოტნე ბერელიძეს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად, უკვე საკმაო გამოცდილება დაუგროვდა, როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონეზე.
„გაგრამ“ ლიდერების შენარჩუნება მოახერხა – გუნდის კაპიტანი მათე ცინცაძე, დავით მუჯირი და საბა ზოიძე კვლავ „გაგრის“ ღირსებას დაიცავენ.