ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „რუსთავმა“ გორში „დილა“ დაამარცხა #1TVSPORT

19:02, 11.04.2026

ეროვნულ ლიგაში გორის „დილამ“ პირველი ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში „რუსთავს“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

რუსთაველები მე-4 წუთზე სოლომონ კესიმ დააწინაურა, 58-ე წუთზე კი მასპინძელთა კარში დანიშნული პენალტი ვაჟა ფაცაციამ ზუსტად შეასრულა.

„დილამ“ 84-ე წუთზე ტრეი ფულერის მიერ გატანილი გოლით სხვაობა შეამცირა, მაგრამ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ექვსი ტურის შემდეგ „რუსთავმა“ 10 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორისაა.

მსგავსი