ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ სძლია და მეორე ადგილზეა #1TVSPORT
ეროვნული საფეხბურთო ლიგა | „დილამ“ ბათუმის „დინამოს“ სძლია და მეორე ადგილზეა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-8 ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა – „დილამ“ ბათუმის „დინამო“ მიიღო და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა – 1:0.

„თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ შეკრებილმა გულშემატკივრებმა სწრაფი გოლი იხილეს. მე-17 წუთზე ბათუმელთა კარში დანიშნული პენალტი ლაშა მენთეშაშვილმა უნაკლოდ გამოიყენა.

სტუმრებისთვის მატჩი უიღბლოდ გაგრძელდა – 49-ე წუთზე ბოლო იმედის ჯარიმისთვის „დინამოს“ მცველი ნიკა კალანდარიშვილი მთავარმა არბიტრმა მოედნიდან გააძევა. მიუხედავად ამისა, ბათუმელებმა თამაშის გადარჩენა სცადეს და ბოლო წუთებზე რამდენიმე მომენტიც შექმნეს, თუმცა მიზანს ვერ მიაღწიეს.

ამ მოგებით „დილამ“ ქულათა მარაგი 13-მდე გაზარდა, მხოლოდ „იბერიას“ (17) ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ბათუმის „დინამო“ (7) კი ბოლო, მე-10 პოზიციაზე დაქვეითდა.