ეროვნული ლიგის ვებგვერდმა ლიგა 2-ის სიმბოლური ნაკრები დაასახელა
ეროვნული ლიგის ვებგვერდმა ლიგა 2-ის სიმბოლური ნაკრები დაასახელა

ეროვნული ლიგა 2-ის სეზონის სიმბოლური ნაკრები ცნობილია – 11 რჩეული ფეხბურთელი ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაასახელა.

ლიგის ოფიციალურ ვებგვერდმა გუნდი 4-4-2 სათამაშო სქემით არის განლაგებული. აღსანიშნავია, რომ 11 რჩეულში მხოლოდ ერთი ლეგიონერი მოხვდა.

მეკარე – კერესელიძე („გაგრა“)

მცველები – ხოსიტაშვილი („გაგრა“), კალანდია („შუქურა“), ჩადუნელი („გაგრა“), კომახიძე („შუქურა“)

ნახევარმცველები – წოწონავა (მარტვილის „მერანი“), ტურე „სამგურალი“), ჯეფინიო („შუქურა“), კუხიანიძე (სამგურალი“)

თავდამსხმელები – თ. ტაბატაძე („რუსთავი“), მუსელიანი („ვიტ ჯორჯია“)

საინტერესოა, რომ სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 3-3 წარმომადგენელი ჰყავთ ლიგის გამარჯვებულ ქობულეთის „შუქურას“ და „გაგრას“, რომელიც დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასს დაეუფლა, მაგრამ ქუთაისის „ტორპედოსთან“ ბრძოლაში ეროვნული ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.

რჩეულებში ორი მოთამაშე მოხვდა წყალტუბოს „სამგურალიდან“, რომელმაც ეროვნული ლიგის საგზური მოიპოვა, თითო ფეხბურთელი კი მარტვილის „მერანიდან“, „რუსთავიდან“ და „ვიტ ჯორჯიადან“.