ეროვნული ლიგის ტოპ-5 - დავითაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ტოპ-5 - დავითაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ზურიკო დავითაშვილი გახდა.

ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების შემტევი სიაში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ დაწინაურდა.

მეორე ადგილზე ჯიმი ტაბიძეა, რომელიც ბელგიური „კორტრაიკიდან“ „დინამო თბილისში“ ჩაირიცხა. სამეულშია ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების მარცხენაფლანგელი ირაკლი აზაროვი.

გერმანულ სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტის“ შედგენილი ეროვნული ლიგის ყველაზე ძირადღირებული მოთამაშეების საუკეთესო ხუთელი ასე გამოიყურება:

1 – ზურიკო დავითაშვილი დინამო ბათუმი 2.00 (მილიონი ევრო)

2 – ჯიმი ტაბიძე დინამო თბილისი 1,80

3 – ირაკლი აზაროვი დინამო ბათუმი 1.20

4 – ჯოვინო ფლამარიონი, დინამო ბათუმი 0.800

5 – უსმანე კამარა, დინამო თბილისი 0,550